უძლიერესი ყინვის გამო შავი ზღვა გაიყინა - სევასტოპოლი, ქერჩი, ოდესა ეს არასრული ჩამონათვალია იმ პორტებისა სადაც სანაპიროსთან წყალი მთლიანად გაყინულია. ევპატორიაში ყინულმა წყლის 2 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაფარა.
მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ანომალია ისტორიას უკვე 30 წელია არ ახსოვს. ბოლო შავი ზღვა ოდესის სანაპიროსთან 1977 წელს გაიყინა.
ძლიერი ყინვის გამო უკრაინის ყველა პორტი 15 თებერვლამდე დახურულია. ასევე დახურულია რუმინეთის ერთ ერთი უდიდესი პორტი კონსტანცა, სადაც სავი ზღვის ნაპირიდან 100 მეტრის მანძილზეა ზღვა გაყინული. ყინულის სისქე აქ თითქმის 40 სანტიმეტრს აღწევს.