ვლადიმერ პუტინი მომხრეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაიშალოს. ამ განცხადებით რუსეთის პრემიერ ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებას გამოეხმაურა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი შეაქო კიდეც.
პოლიტოლოგებთან გამართული შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ნატო ცივი ომის გადმონაშთია და იგი აღარავის სჭირდება. თუმცა რუსეთის პრემიერი არ დაეთანხმა ჟირინოვსკის იდეას, რუსეთმა ევროკავშირს ნატოს დაშლის სანაცვლოდ ფინანსური დახმარება გაუწიოს.
ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა რუსეთზე გაცილებით მდიდარია.
"აი ვლადიმერ ვოლფოვიჩი მთავაზობს ევროკავშირისათვის ფინანსური დახმარების გაწევას ნატოს დაშლის სანაცვლოდ, მაგრამ ისინი, ხომ ჩვენზე გაცილებით მდიდარი ქვეყნები არიან, ეს არარეალისტური მოთხოვნაა, თუმცა მართალია ნატო აღარავის სჭირდება იგი ცივი ომის გადმონაშთია", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.