ფილიპინებში მომხდარ 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 43 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს. დაღუპულთა შორის ორი სკოლის მოსწავლე. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 30 ადამიანი.
მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულს ნეგროსზე, საზღვაო ქალაქ დუმაგუეტედან 70 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დაინგრა სკოლის შენობა და ეკლესია. დაფიქსირდა განმეორებითი ბიძგებიც 5.2 მაგნიტუდის და 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის.
მიწისძვრის მიუხედავად, ფილიპინებში ცუნამის საშიშროება არ ყოფილა.