თიბისი გალერეაში, ხვალ, 7 თებერვალს, 19:00 საათზე ლაშა ბუღაძის ახალი წიგნის "ნავიგატორი" პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ავტორი წაიკითხავს ნაწყვეტებს პიესიდან და შედგება დიალოგი გამომცემლობის დირექტორთან და პიესის მთარგმნელთან.
წიგნი BBC რადიოპიესების მსოფლიო კონკურსის გამარჯვებულია. როგორც მწერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, პიესა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაიბეჭდა.
"გადავწყვიტე, პიესა, რომელიც "ბი-ბი-სის" გამარჯვებული გახდა, ქართულენოვანიც ყოფილიყო და წიგნად გამოვცემ", - აღნიშნა
შეგახსენებთ, რომ ბუღაძის რადიოპიესა „ნავიგატორი" ჟიურიმ 2011 წლის საუკეთესო რადიოპიესად დაასახელა.
კონკურსის ჟიურიში ცნობილი მწერლები, დრამატურგები და მსახიობები იყვნენ, რომლებმაც ბუღაძის პიესას "შავი კომედია" უწოდეს. "ნავიგატორის" ინგლისური თარგმანი მაია ყიასაშვილს ეკუთვნის.