სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო პრობლემები არ შექმნიათ. გავრცლელებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს ადგილობრივი საელჩოსათვის არ მიუმართავს.
თუმცა ცნობილია, რომ დაკავებულია ერთი პიროვნება - დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის შესაძლოა საქართველოს მოქალაქე იყოს. მისი ვინაობა ცნობილი დღეს უნდა გახდეს.
"სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საელჩო ადგენს სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ზუსტ რაოდენობას. ამ მომენტისათვის შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაკავშირებია საელჩოს ცხელ ხაზზე. თუმცა საელჩოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ სირიაში დაკავებულია სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე და ამჟამად ვადგენთ არის თუ არა აღნიშნული პიროვნება მართლაც საქართველოს მოქალაქე და თუკი დადგინდა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა მივიღებთ შესაბამის ზომებს", _ აცხადებს საქართველოს ელჩი სირიასა და ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილი.