დამასკოში აფეთქებებისა და სროლის ხმა თითქმის გაუჩერებლად ისმის. ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. დედაქალაქთან ერთად შეტაკებების კიდევ ერთ ეპიცენტრადაა გცეული ქალაქი ჰომსი. გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, ამგვარი ქმედებები საბოლოოდ ძირს უთხრის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის ლეგიტიმურობას. დღეს ქვეყანაში ჩასვლად გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მასთან ერთად დამასკოში ჩადის რუსული დაზვერვის შეფიც.
სირიიდან აშშ-მ თავისი დიპლომატები სრული შემადგენობით უკვე გაიწვია.