პაკისტანის ქალაქ ლაჰორში ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი. ქალაქის ცენტრში მდებარე ქარხანაში, სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა.
ინციდენტის დროს ქარხანაში 62 თანამშრომელი იმყოფებოდა. მათ გადარჩენას მაშველები ცდილობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან 5 ადამიანია გამოყვანილი. დანარჩენების ბედი კი უცნობია.
შენობა დასახლებულ პუნქტში მდებარეობდა და იქ, ძირითადად, მედიკამენტებს ამზადებდნენ.