გვარდიის სამმართველოს ყოფილი შენობის ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი მუშის ცხედარი იპოვეს.
სამაშველო სამუშაოები უკვე შეწყვეტილია. გულიას სამ ნომერში მდებარე გვარდიის სამმართველოს ყოფილი შენობა, რომელშიც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, ორი დღის წინ ჩამოინგრა.
ნანგრევებში ოთხი მუშა მოყვა. ორი მათგანის ცხედარი მაშველებმა მომხდარი ინცინდეტიდან რამდენიმე წუთში აღმოაჩინეს. კიდევ ერთი ცხედარი საგანგებო სიტუაციების ბრიგადამ წუხელ იპოვა. ნგრევის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.