სირიის ქალაქ ჰომსში მოვლენები საგრძნობლად გამწვავდა. სამართალდამცავების განცხადებით 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, ოპოზიცია კი 23 ადამიანის დაღუპვის შესახებ საუბრობს. დაჭრილები მოძრავ ჰოსპიტლებში გადაყავთ.
ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით, სნაიპერების მხრიდან საშიშროების გათვალისწინებით დაღუპულების დაკრძალვა მხოლოდ ღამით ხერხდება.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიელ ლიდერ ბაშარა ასადას მიმართა, 3 თებერვალს არტილერიული სროლების შედეგად 200-მდე აადამიანის დაღუპვის შედეგ გადადგომისკენ მოუწოდა.