შემოქმედებითმა ორგანიზაციამ "არტ ლაბორატორიამ" პიესების კონკურსი გამოცხადა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი წარდგენილი პიესებიდნ საუკეთესოები გადაირჩევა და სხვადასხვა თეატრში სპექტაკლებად დაიდგმება.
კონკურსანტებმა უნდა შექმნან პიესა თემაზე "ბარი". პროექტის ფარგლებში წერის პროცესის გაცნობა, პიესების წაკითხვა და ყველა ნამუშევრების ერთ კრებულად გამოცემაა დაგეგმილი.
"ამბავი ბარში" ასე ქვია პროექტს, რომელშიც ჩართვა როგორც შემდგარ ასევე დამწყებ დრამატურგებს შეუძლია. პროექტის მიზანია დრამატურგიის პოპულარიზაციაა. დამწყები თუ შემდგარი დრამატურგების ხელშეწყობა. პროექტის მესამე ეტაპზე, ყველა დრამატურგის პიესის ერთ კრებულად გამოცემა", განაცხადა "არტ ლაბორატორიის" წარმომადგენელმა, ოთარ ქათამაძემ.
ნამუშევრბეის მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება. მსურველებმა თავიანთი შემოქმედება ბათუმში "არტ ლაბორატორიაში" უნდა წარადგინონ.