საბერძნეთში წყალდიდობამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. 89 წლის მოხუცი წყალში დაიხრჩო. წყლის დონე იმდენად მაღალია, რომ ავტომობილებიც დაიფარა.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ათობით სახლი მთლიანად დატბორილია. წყალდიდობამ ქვეყნის სახნავ-სათესი მიწები გაანადგურა.
მოსახლეობის დასახმარებლად სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.