ამერიკაში საკრუიზო ლაინერზე მგზავრები სახიფათო ვირუსით დაავადნენ. საკრუიზო ხომალდში უცნობი ვირუსი გავრცელდა. გემბანზე მყოფი 90 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი დაიმფიცირებულია. დაავადებულებს პირღებინება და კუჭ-ნაწლავის პრობლემები 3 დღის გამავლობაში აღენიშნებოდა.
ლაინერი "პრინცესა რუბი" ფლორიდიდან 29 იანვარს გაემგზავრა, კარიბიის ზღვა მოიარა და უკან დაბრუნდა. ანალოგიური ვირუსული დაავადება კორპორაციის სხვა გემებზეც გავრცელდა და რის შემდეგაც ხომალდის დეზინფექცია მოხდა და ახალ რეისზე გავიდა.
"კორპორეიშენის" შემადგენლობაში შედიოდა იტალიის სანაპიროზე ჩაძირული "კოსტა კონკორდია". კომპანიას უსაფრთხოების დავების გარდა სანიტარული პრობლემის დაცვის საფრთხეც შეექმნა.