მოსკოვის ბირთვულ რეაქტორზე სპეციალისტები ცეცხლის ჩაქრობას თითქმის 24 საათია უშედეგოდ ცდილობენ. ხანძარი თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე გაჩნდა. ბირთვული რეაქტორის ფუნქციონირება შეჩერებულია, თუმცა ის მაინც სარეჟიმო ობიექტად ითვლება და მეხანძრეებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ იქ შესასვლელად. ხანძარი მიწისქვეშა კოლექტორში სადენებს გაუჩნდა, რომლითაც ელექტროენეგრია იმ შენობას მიეწოდებოდა, სადაც ელემენტარული ნაწილაკების კატალიზატორი ინახება. ოფიციალური ინფორმაციით, რადიაციის გაჟონვის საფრთხე გამორიცხულია. რადგან ნაწილაკების კატალიზატორი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოირთო.
ეკოლოგიისა და ადამიანების ჯანმრთელობის შექმნილი რისკის გამო შეშფოთებას, მაინც გამოთქვამენ.