დღეს, 6 თებერვალს, ნეკა სებისკვერაძე და დათო არჩვაძე პარიზში "რომანსების საღამოს" გამართავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დათო არჩვაძემ განუცხადა, კონცერტზე მოსახლეობასთან ერთად ქართველ მეგობრებსაც შეხვდებიან.
"ქართული "რომანსების საღამოები" გრძელდება. პარიზში წარვადგენთ სიმღერებს კინოფილმებიდან, რომელიც საზოგადოებისთვის ყოველთვის საყვარელი და აქტუალურია. ასევე, შევასრულებთ ახალ სიმღერებს", - აღნიშნა არჩვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარიზში "ქართული რომანსების საღამოები" ტარდება.