ირანი ნებისმიერ ქვეყანაზე მიიტანს იერიშს, რომელსაც „მტერი" ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოყენებს. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის დამცველთა კორპუსის ხელმძღვანელობაში განაცხადეს.
„ნებისმიერი წერტილი, რომელიც მტრის მიერ გამოყენებული იქნება ირანის წინააღმდეგ მტრული ოპერაციის ჩასატარებლად, საპასუხო აგრესიას მიიღებს", - განაცხადა ისლამური რესპუბლიკის დამცველთა კორპუსის მეტაურის მოადგიილ;ემ ჰოსეინ სალიმმა.
ბოლო დროს ირანის ბირთულ პროგრამასთან დაკავშირებით დაძაბულობა პიკს აღწევს. ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანს ოთხი ატომური ბომბის დასამზადებლად საკმარისი გამდიდრებული ურანი აქვს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ისრაელმა ირანს გაზაფხულზე დაარტყას.