ევროკავშირის ხელმძღვანელობამ "ლეტალურ ინექციაში'' გამოყენებული წამლების მწარმოებლები დაავალდებულა ექსპორტის დროს, მიიღონ დასტური, რომ ეს პრეპარატები არ იქნება გამოყენებული სიკვდილით დასჯისათვის.
ევროკომისიის მოთხოვნის მიხედვით, ევროკავშირიდან ექსპორტირებული არც ერთი წამალი არ უნდა იყოს გამოყენებული "სიკვდილით დასჯის, წამების და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისათვის".