მამუკა ონაშვილი ახალ ალბომზე მუშაობს. ამასთან დაკავშირებით მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ახალ ალბომზე ვმუშაობ. მიმდინარეობს ახალი სიმღერების ჩაწერა. ალბომში შევა 10-დან 15 ნამუშევარი და აქედან ყველა ახალი სიმღერა იქნება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ონაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილს გამოშვებული აქვს ორი ალბომი: "მე ისეთი კარგი ვარ" და "ოცნების ღამე".
1994 წლიდან დაიწყო მისი სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე.
2001 წლიდან დღემდე მონაწილეობს შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის" წარმატებულ პროექტში „იუმორინა".
1998 წლიდან იგი ინტენსიურად ატარებს გასვლით კონცერტებს შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ინგლისი, აშშ.
გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი.