ებრაული კომპანია „ეშეთ ტური" თავის კლიენტებს სომხეთსა და საქართველოში ერთობლივ სპეციალური ტურისტული პაკეტებს შესთავაზებს.
ავიაკომპანიებმა „ეშეთ ტურმა", რომელიც ასევე ტურისტულლ საქმიანობასაც ეწევა და Armavia-მ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ისრაელსა და სომხეთს შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.
Armavia ისრაელის კომპანიის ოფიციალური წარმოდგენილი იქნება და ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმუშავებს. დღეისათვის კომპანია კვირაში ერთ რეისს ასრულებს და 50 მგზავრი გადაჰყავს.
სამომავლოდ ფრენების რაოდენობისა და მგზვართა გადაყვანის გაზრდა იგეგმება. აპრილიდან, სავარაუდოდ, კვირაში ორი რეისი შესრულდება და მგზავრtა რაოდენობაც 130-მდე გაირზდება.
კომპანია ისრაელიდან სომხეთში ჩასულ ტურისტებს საქართველოს მონახულებასაც შესთავაზებს. კერძოდ, რომელი ტურუსტული ზონები მოექცევა ისრაელის ტურისტების მხედველობის არეში ჯერ-ჯერობით უცნობია.