საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაგმო რუსეთისა და ჩინეთის მიერ, სირიის საკითხზე გაეროს რეზოლუციის პროექტის დაბლოკვა.
"როიტერის" ინფორმაციით, სარკოზიმ განაცხადა, რომ სურს შექმნას სირიის მეგობართა ჯგუფი, რათა მოხდეს არსებული პრობლემის დაძლევა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ, თავის მხრივ განაცხადა, რომ მოსკოვის და პეკინის ვეტომ საერთაშორისო თანამეგობრობის პარალიზება მოახდინა.
ჟუპეს განცხადებით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს, რუსეთისა და ჩინეთის წინადადებების გასათვალისწინებლად.
შეგახსენებთ, რუსეთმა და ჩინეთმა კვალვ დაბლოკეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი სირიის საკითხზე.