მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორმა მიტ რომნიმ, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძვის, ნევადას შტატში გამართულ არჩევნებში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, მან თანაპარტიელების ხმების 43 % მიიღო. ეს ბევრად მეტია ვიდრე აშშ-ს კონგრესის ექს-სპიკერის, მიუთ გინგრიჩის მიერ მიღებული ხმა - 26%. პენსილვანიის ყოფილმა სენატორმა რიკ სანტორუმ ხმების 13 % მიიღო, კონგრესმენმა რონ პოლმა კი -18 პროცენტი. შემდეგი წინასაარჩევნო მარათონი 4-7 მარტს მენში, კოლორადოში, მისურიში და მინესოტაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები 6 ნოემბერს არის დაგეგმილი.