აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონმა მიუნხენის 48-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა.
კლინტონმა მხარეებთან ყარაბახის დარეგულირების საკითხი განიხილა.
ალიევის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოითქვა კმაყოფილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით.
ჰილარი კლინტონმა მაღალი შეფასება მისცა აზერბაიჯანის მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყარაბახის საკითსის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზებით უნდა მოხდეს.
სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ჰილარი კლინტონმა ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყარაბახის პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს.
"აშშ, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, სრულფასოვან დახმარებას გასწევს მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად და პრობლემის გადასაჭრელად", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.