რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განმარტა, რომ არ აწყობს რუსეთს გაეროს უშიშროების რეზოლუციაში.
"რეზოლუციის ამ პროექტში, რჩება საკითხები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს და გასწორდეს, რადგან არსებული სახით ისინი მცირედრეალიზებადია", - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ არსებობს პრობლემების ორი ბლოკი - ერთი ეხება მოთხოვნებს რეჟიმის მიმართ, კერძოდ „ჯარების გაყვანას ყველა ქალაქიდან და დასახლებული პუნქტიდან ყაზარმებში... ეს არის ჩვენი ხედვა და დამატება: ეს უნდა მოხდეს შეიარაღებული დაჯგუფებების ძალადობის შეწყვეტის პარალელურად."
ლავროვმა პრობლემის მეორე ბლოკად ეროვნული დიალოგის დაწყება დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში, გარე ძალების ჩართვა არ უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ასადმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რაც არასწორია, რადგან „ასადის ბედი სირეილმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს".
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ჩინეთმა სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების რეზოლუციის პროექტი დაბლოკეს.