რუსეთმა და ჩინეთმა სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი დაბლოკეს.
გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი არ ასახავდა სირიაში არსებულ რეალიებს.
"კენჭისყრაზე გამოტანილი რეზოლუციის პროექტი არაადეკვატურად ასახავდა სირიაში არსებულ რეალიებს და სირიის მხარეებს არადაბალასებულ სიგნალებს უგზავნიდა,"- განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ჩურკინმა.
უკვე მეორედ, რუსეთმა და ჩინეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, ვეტო დაადეს, რეზოულციას სირიის საკითხთან დაკავშირებით. პირველად ეს 2011 წლის ოქტომბერში მოხდა.
კენჭისყრამდე მოსკოვი აცხადებდა, რომ გამოიყენებდა ვეტოს უფლებას, თუ რეზოლუციის პროექტიდან არ იქნებოდა ამოღებული პუნქტი ბაშარ ასადის გადადგომის შესახებ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პუნქტი რეზოლუციიდან ამოღებულ იქნა.