ჩინეთისა და რუსეთის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის სირიელ ხალხს და ხელს უხსნის ბაშარ ასადის რეჟიმს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"რუსეთი და ჩინეთი დადგნენ არჩევანის წინაშე: მხარი დაეჭირათ სირიისა და არაბთა სახელწიფების ლიგისთვის თუ არა? მათ გადაწყვიტეს მხარი არ დაეჭირათ და მის ნაცვლად სირიის რეჟიმის მხარე აირჩიეს... ეს მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სირიელ ხალხს და ახალისებს პრეზიდენტ ასადის უმკაცრეს რეჟიმს, ახალი მკვლელობებისადმი,"- განაცხადა ჰეიგმა.
მან ასევე რუსეთსა და ჩინეთს მორალური პასუხისმგებლობა დააკისრა 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გაეროს უშიშროების პირველი რეზოლუცია დაიბლოკა, დღემდე 2000 ადამიანის დაღუპვაში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა გაკვირვება გამოხატა, გაეროს უშიშროების საბჭოს სირიასთან დაკავშირებული რეზოლუციის ჩავარდნასთან დაკავშირებით.
"გენერეალური მდივანი, მწუხარებას გამოთქვამს, რომ უშიშროების საბჭომ, ვერ შეძლო შეთანხმება რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც მხარდაჭერილი იყო არაბეთის სახელმწიფოების ლიგის მიერ, რათა დასრულებულიყო ძალადობა და მკვლელობები სირიაში,"- განაცხადა გენერალური მდივნის პრეს-სამსახურმა.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არის სირიისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებისთვის იმედგაცრუება.