დღეს, 5 თებერვალს, 16:00 საათზე, "თბილისი არტ-ჰოლში" საქველმოქმედო გალაკონცერტი გაიმართება (მის: ცოტნე დადიანის ქ. #26).
გალაკონცერტის ერთ-ერთი მხარდამჭერია საქართველოს წითელი ჯვარი. აქციის მიზანია, ონკოლოგიური დაავადების მქონე ოთხი ახალგაზრდის დასახმარებლად თანხის მოზიდვა.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს ონკოლოგიური დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დღე (World Cancer Day) აღინიშნა.