პრინცმა უილიამა ფოლკლენდის კუნძულებზე სამძებრო-სამეშველო სამსახურში მფრინავად დაიწყო სამსახური.
კემბრიჯის ჰერცოგი ფოლკლენდის კუნძულებზე ექვს კვირას დაჰყოფს.
პრინცის მიერ სასახურის დაწყება დიდი ბრიტანეთსა და არგენტინას შორის კუნძულებთან დაკავშირებულ დაძაბულობას დაემთხვა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯერალდ ჰოვარტმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, რომ აარგენტინას არ გააჩნია შესაძლებლობა და არც განზრახვა ძალით დაიპყროს ფოლკლენდის კუნძულები.
მინისტრის თქმით, ბრიტანეთი მზადაა დაიცვას თავისი სამხრეთ-ატლანტიკური ტერიტორიები.
თავის მხრივ, არგენტინის პარლამენტმა უარყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებაა, იმასთან დაკავშირებით, რომ ბუენოს-აირესი ცდილობს კუნძულების მიმართ კონოლიალისტური პოლიტიკა გაატაროს.
არეგნტიელმა სენატორებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანა შეეცდება კუნძულები პოლიტიკური ნაბიჯებით დაიბრუნოს.
ფოლკლენდის კუნძულებს არგენტინა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მას მალვინის კუნძულებს უწოდებს.
1982 წელს არგენტინასა და ინგლისს შორის კუნძულების გამო სამხედრო კონფლიქტი მოხდა.
შეგახსენებთ, რომ პრინცი უილიამი 2011 წლის 11 აპრილს კეიტ მიტლდონზე დაქორწინდა. დედოფალის ელისაბედ II-ის შემდეგ, ფაქტობრივად, ის ითვლება დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრედ. არის მოსაზრება, რომ მისი მამა - პრინცი ჩარლზი სამეფო გვირგვინზე უარს იტყვის.
მასალის გამოყენების პირობები