უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა გამორიცხა. "უკრაინა მადლობელია უცხოელი ექიმებისა შემოთავაზებისთვის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარონ ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს, მაგრამ ყველაფერი ეს უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს", _ განაცხადა იანუკოვიჩმა და აღნიშნა, "ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ უკრაინის კანონმდებლობა გამორიცხავს ტიმოშენკოს მკურნალობას საზღვარგარეთ". ეს განცხადებები უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე მზადაა ტიმოშენკოს სამკურნალოდ უკრაინული ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ძალები წარმართოს.