რუსეთის მიერ სირიაში იარაღის მიწოდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბალანსზე არ აისახება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
„რაც არ უნდა მიგვეყიდა სირიითვის - ის არც "არაბულ გაზაფხულამდე" ცვლიდა ძალების შეფარდებას და არც ქვეყნის შიდა სიტუაციაზე აისახება. ის რასაც ჩვენ ვაწვდით, არ არის ცეცხლსასროლი იარაღი და კონფლიქტის დროს არ გამოიყენება", - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა ადრე განაცხადა რომ მოსკოვი გააგრძელებს სირიისათვის იარაღის მიწოდებას საერთაშორისო ნორმების და ასევე ორმხრივი რუსეთ-სირიას შორის არსებული ვალდებულებების ფარგლებში.