მოსკოვში მიტინგები დასრულდა. ოპოზიციის განცხადებით მომავალი მიტინგი დევიზით "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის" მოსკოვში 26 თებერვალს გაიმართება. ეს განცხადება მოსკოვში "ბოლოტნაიას მოედანზე" გამართული აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა ვლადიმერ რიჟოვმა გააკეთა.
"ბოლოტნი მოედანზე" შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია რომელშიც შემდეგი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული: გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები, გაუქმდეს 4 დეკემბერს ჩატარებული დუმის არჩევნების შედეგები, გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან ცესკოს თავმჯდომარე ჩუროვი და პრემიერი პუტინი და რეგისტრაციაში გაატარონ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგორი იავლინსკი.
ამჟამად "ბოლოტნი მოედანზე" პრაქტიკულად არავინ დარჩა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოედანი მიტინგის დასრულებიდან ნახევარ საათში დაცარიელდა. სულ რუსული მედიის ინფორმაციით, "ბოლოტნი მოედანზე" დღეს 34 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. ხელისუფლების მხარდამჭერეის მიტინგზე კი მათივე ინფორმაციით, რომელიც "პოკლონნაია გორაზე" გაიმართა 125-128 ათასი ადამიანი მივიდა.