ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა არ აპირებს რუსეთთან უთანხმოებას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გამო ჩიკაგოს სამიტამდე სადაც აუცილებელი იქნება ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველლემ გაკეთა.
"ნატოსა და რუსეთს ერთიანებს ინტერესები ჩვენი დაცვისა შესაძლო სარაკეტო თავდასხმებისგან. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ნატოსა და რუსეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გავლენა მოვახდინოთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკითხში უთანხმოების საფუძველზე", _ განაცხადა მინისტრმა მიუნჰენის უსაფრთხოების 48-ე კონფერენციზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ამიტომაც აუცილებელია ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე ამ საკითხზე მუშაობა.