"პოკლონნაია გორაზე" მიმდინარე ხელისუფლების მომხრეთა მიტინგზე მყოფი ადამიანების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროს მოსკოვის რაიონული სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიტინგის დასრულების შემდეგ შედგება ოქმი აქციის ორგანიზატორთა მიმართ სადაც მითითებული იქნება მათი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობამ თავიდან განცხადებულს გადააჭარბა. თავდაპირველად ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მომხრეთა აქციაზე, რომელიც "პოკლონნაია გორაზე" გაიმართება დაახლოებით 15 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.