მექსიკაში А / H1N1/ ვირუსით - „ღორის გრიპით" დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიების მიუხედავად ვირუსის გავრცელების შეჩერება ვერ ხერხდება. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, წლის დასაწყისიდან დარეგისტრირებულია დაავადების სამი ათასზე მეტი შემთხვევა, მათგან 58 ფატალურად დასრულდა.
მექსიკელი სპეციალისტები მიიჩნევენ რომ უახლოეს პერიოდში საშიში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება. ამის მიუხედავად ჯერჯერობით „ღორის გრიპით" დაავადებულთა რაოდენობას არ მიუღწევია იმ დონისთვის რაც ფართომაშტაბიანი სანიტარული ღონისძიების გატარებას გამოიწვევს.
ადგილობრივი სპეციალისტების განცხადებით, ვირუსის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე მკვეთრ აცივებას უკავშირდება.