ეგვიპტეში პოლიციასთან შეტაკების დროს ორი დემონსტრანტი გარდაიცვალა. ინფორმაცია აღნიშნულია შესახებ ქვეყნის სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.
პარასკევს ლოცვების შემდეგ ათასობით ეგვიპტელი კაიროს ცენტრალური მოედნისკენ გაემართა. არეულობის კერა არის ქვეყნის შსს-ს ირგვლივ არსებული ქუჩები გახდა.
პოლიცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეეცადა საპროტესტო აქციაში მონაწილეთა დაშლას, რომებიც მათ წინააღმდეგ ქვებსა და ხელკეტებს იყენებდნენ.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გართულება პორტ-საიდის სტადიონზე მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში ფეხბურთის მატჩის დროს გულშემატკივრებს შორის მომხდარ სისხლიან შეტაკებას 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გულშემატკივარი დაიღუპა და 1000 მდე დაშავდა. ქალაქ პორტ საიდიში ერთმანეთს ხვდებოდნენ ადგილობრივ ალ მასრი და დედაქალაქური ალ აჰლი.
ერთ-ერთი ვერსიით, მატჩის დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც გუნდის წარუმატებული გამოსვლით განაწყენებული კაიროელი გულშემატკივრები შეტევაზე გადავიდნენ და მასპინძელ ქომაგებს ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს.
სხვა ინფორმაციით, ჩხუბი ადგილობრივმა გულშემატკივრებმა წამოიწყეს რომლებიც კაიროელების შეურაცხმყოფელმა ტრანსფარანტებმა გააღიზიანეს. საფინალო სასტვენისთანავე მინდორზე დაპირისპირება გუნდების შემდეგ ქომაგებმაა განაგრძეს, რომლებიც ერთმანეთს ქვებითა და ბოთლებით გაუსწორდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ტრიბუნიდან ვარდნისა და პანიკის შედეგად მომხდარი ჭყლეტვის მსხვერპლი გახდა.
პოლიტიკურმა ძალამ "ძმებმა მუსულმანებმა" მომხდარის შეფასებისას უკმაყოფილება გამოთქვა უსაფრთხოების ზომების გამო, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა და ვერ უზრუნველყო მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება. ისლამისტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ გამოძიების დროს, შესაძლოა, რევოლუციონერების მიმართ ზეწოლა განხორციელდეს.