უკრაინაში ძლიერი ყინვის შედეგად უკვე 122 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის 78 ადამიანი ქუჩაში იქნა ნაპოვნი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტემპერატურა ქვეყანაში - 32 გრადუსს აღწევს. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ ძლიერი ყინვის გამო სამედიცინო დაწესებულებებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 2 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მათ შორის 1. 591 ჰოსპიტალიზებული იყო.
გარდაცვლილი 122 ადამიანიდან 12 ადამიანი საავადმყოფოებში დაიღუპა, 78 ქუჩაში იპოვეს, 32 კი სახლში გარდაიცვალა.