დღეს, ნიუ-იორკის დროით 9 საათზე, გაეროს უშიშროების საბჭოში განხილულ იქნება რეზოლუციის პროექტი სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ბიბისის ინფორმაციით, რომელიც ანონიმ დიპლომატს ეყრდნობა, დოკუმენტის ტექსტი უკვე გაეგზავნა უშიშროების საბჭოს თხუთმეტივე წევრს.
„რეზოლუციის პროექტიდან ამოღებულია მოწოდება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიმართ, რომ მან თანამდებობა დატოვოს"- აცხადებს დიპლომატი.
რეზოლუციის პროექტის ადრინდელ ვერსიებთან დაკავშირებით რუსეთი ცალსახად აცხადებდა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებდა.