დღეს, 4 თებერვალს, რუსეთში წინასაარჩევნო აგიტაცია იწყება.
ერთი თვის განმავლობაში პრეზიდენტობის კანდიდატებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი პოზიცია წარმოაჩინონ ტელე და რადიო ეთერში, ბეჭვდურ მედიაში, გამართონ პოლემიკა და წინასაარჩევნო დებატები.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით წინასაარჩევნო აგიტაცისას ასევე გამოყენებული იქნება უფასო ტელე და რადიო ეთერი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება.