აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, სირიაში არსებულ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესახებ „კონსტრუქციული" მოლაპარაკებები გამართა.
„ბიბისის" ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ დიპლომატები გააგრძელებენ კონსულტაციას რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით.
რუსეთმა გასაგებად აღნიშნა, რომ ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას იმ შემთხვევაში თუ რეზოლუციის პროექტი მისთვის მიუღებელი იქნება.
რუსული მხარის განცხადებით, არსებული დოკუმენტი ხელს არ უწყობს კომპრომისის მიღწევას დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ხოლო მისი „ჩახრშობა" სამოქალაქო ომის ტოლფასი იქნება.