14 თებერვალს, 18:00 საათზე, გალერეა "ვანდაში" გაიხსნება მხატვარ ქეთი შალამბერიძის მეოთხე პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "შთაბეჭდილება".
"გამოფენაზე სხვადასხვა დროს შთაბეჭდილებების შედეგად შექმნილი ქაღალდზე შესრულებული ფერწერა იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრებზე ასახულია აბსტრაქტული კომპოზიციები, ქალაქის ხედები და არარეალისტური პორტრეტები"_განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შალამბერიძემ.
გამოფენა გალერეა "ვანდაში" 25 თებერვლამდე გაგრძელდება.