ეკა მამალაძის შვილისთვის საესტრადო სიმღერების შესრულება რეკომენდებული არ არის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნატალია ქუთათელაძემ აღნიშნა, ამგვარი ტიპის კონცერტში მონაწილეობას მხოლოდ დედისა და ბებიის, ნანი ბრეგვაძის გამო დასთანხმდა.
"როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კონსერვატორიის სტუდენტი ვარ და თუ კონსერვატორიასთან დაკავშირებული რაიმე კონცერტი ტარდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მაქვს უფლება, შევასრულო რამე. ეკას კონცერტზე გამონაკლისი დავუშვი. უკვე არ არის რეკომენდებული ჩემი საესტრადო სიმღერა და ვცდილობ, ნაკლებად ვიმღერო, თუმცა ამ შემთხვევაში გამოსავალი არ იყო, უნდა მივხმარებოდი დედაჩემს", - განაცხადა ქუთათელაძემ.
ქუთათელაძემ მონაწილეობა მიიღო ეკა მამალაძის კონცერტში, რომელიც 2 თებერვალს გაიმართა.