"კონცერტს რიყეზე მშენებარე მუსკომედიის თეატრში გავმართავდი", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ეკა კახიანმა.
"ჩემი კონცერტი შეიძლება იყოს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ან მუსკომედიის თეატრში, რომელიც რიყეზე შენდება. ეს იქნება უახლესი თეატრი უახლესი აპარატურით", - განაცხადა კახიანმა.
კახიანის კონცერტი 2011 წლის 29 ივნისს მუსკომედიის ბაღში გაიმართა.
"რაც მიმუშავია და რაც სიმღერები დამიწერია, ეს კონცერტი იყო ამის შეჯამება. ბავშვობიდან სულ იმაზე ვფიქრობდი, თუ მექნებოდა შემოქმედებითი საღამო, უნდა ყოფილიყო ღია ცის ქვეშ, ბაღში, ორკესტრით და ეს შევისრულე. ვნახოთ, ახლო მომავალში არაფერს ვგეგმავ, მაგრამ თუ საშუალება იქნება, რიყეზე, მუსკომედიის თეატრში სიამოვნებით გავმართავდი", - განაცხადა კახიანმა.