"ჩემი შემოქმედებითი მომავალი შორეულ პერსპექტივაშია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ლიზა ბაგრატიონმა. როგორც მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, შემოქმედებით საღამოებსა და პრემიერებს ახლო მომავალში არ გეგმავს.
"ჯერჯერობით ვერაფერს ვგეგმავ. საზოგადოდ, როგორც ჩანს, დღეს საქართველოში ჩემზე უკეთესად მღერიან. აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი პაუზა მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები და კიდევ ვიმღერებ", - განაცხადა ბაგრატიონმა.
ლიზა ბაგრატიონის სოლოკონცერტი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის ბაღში 2006 წელს გაიმართა.