"ცისფერი ტრიოს" შესახებ მუსიკალურ ფილმს იღებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის წევრმა მალხაზ თავართქილაძემ განუცხადა.
"ანსამბლის შესახებ მუსიკალური ფილმზე ვმუშაობთ. მასში შევა სხვადასხვა დროს ჩატარებული კონცერტების ვიდეომასალა, ასევე ფოტოები და რამდენიმე სიმღერის ფრაგმენტი. უკვე მიმდინარეობს მასალის მოძიება და შეკრება", - აღნიშნა თავართქილაძემ.
ანსამბლის წევრებისთვის ჯერ უცნობია, ფილმი როდისთვის იქნება მზად, თუმცა თავართქილაძის განცხადებით, ფილმიდან შესაძლოა მინიკლიპიც დამზადდეს, რომელიც ვიდეორგოლის სახით სხვადასხვა არხზე იტრიალებს.
ტრიოს წევრები - თამაზ სეფერთელაძე, დავით აბესაძე და მალხაზ თავართქილაძე საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტები არიან. ანსამბლი 1972 წელს ჩამოყალიბდა. 2002 წელს ცისფერი ტრიოს წევრები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. მათი სიმღერების უმრავლესობას ანსამბლი "ორერაც" ასრულებდა. 2009 წელს, ანსამბლს დაარსებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ "ცისფერ ტრიოს" ვარსკვლავი გაუხსნეს. მანამდე კი, დიდ საკონცერტო დარბაზში "ცისფერი ტრიოს" საიუბილეო კონცერტი გაიმართა.