ვაჟა აზარაშვილი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით სიმფონიური მუსიკის კონცერტის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კომპოზიტორმა განუცხადა.
"ახლა სიმფონიური მუსიკის კონცერტისთვის ვემზადები და ძალიან მინდა ამ საღამოს ვახტანგ კახიძემ უდირიჟოროს. მიმდინარეობს მასთან მოლაპარაკება და ვფიქრობ, საღამო გაზაფხულზე დავგემო", - განაცხადა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ვაჟა აზარაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ საკონცერტო დარბაზის წინ კომპოზიტორის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. შემოქმედებით საღამოზე კომპოზიტორის 20-ზე მეტ სიმღერა სხვადასხვა თაობის მომღერლებმა შეასრულეს.ღონისძიება თბილისის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.