2012 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,5 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი და ტანსაცმელი და ფეხსაცმლის ჯგუფი.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით და მისმა წვლილმა იანვრის თვის ინფლაციაში 0,5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (7,4 პროცენტი) ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილი და სხვა ბოლქვოვანები (5,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,3 პროცენტი). ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი და სხვა ტკბილეული (3,9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0,7 პროცენტი).
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით და მისმა წვლილმა მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელში -0,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა.