ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ირაკლი გოგიას სპექტაკლ "აუშვიცის" პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი დევიდ ჟან მაიროვიცის რადიოპიესის "ფერფლის პლანეტის" მიხედვით დაიდგა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში თოჯინების თეატრის არსებობა XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. ასეთი ტიპის თეატრი, "ტიკინების თეატრის" სახელწოდებით, აჭარაში 1936 წელს გაიხსნა, მანამდე ბათუმში არსებობდა თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი, რომლის ბაზაზედაც ჩამოყალიბდა ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი.