საქართველოს სავაჭრო-სამრეწევლო პალატის პრეზიდენტი სამუშაო შეხვედრებს გერმანიაში მართავს. კახა ბაინდურაშვილმა მოლაპარაკებები უკვე გამართა ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან, ასევე პალატის საპატიო პრეზიდენტთან კლაუს ჰიპთან.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწევლო პალატის პრეზიდენტსა და ბავარიის ეკონომიკის მინისტრთან გამართული მოლაპარაკებებისას, განიხილეს ქართულ-გერმანულ ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივა.
ევროპულ ბაზარზე ქართული ტყავის რეალიზაციის მიზნით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კახა ბაინდურაშვილმა შეხვედრა გამართა ტყავის ნაწარმის მწარმოებელებთან, მათ შორის, მსოფლიოში აღიარებული ბრენდის Roeckl-ის წარმომადგენლებთან.
ასევე, ქართული შალის რეალიზაციისთვის და ჩვენს ბაზარზე შემოსვლისთვის მოლაპარაკებები შედგა კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის - გერმანული ტანსაცლის ქსელის New Yorker-ის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში გერმანელ მხარესთან ერთად, განიხილეს მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში გერმანელი ბიზნესმენების დელეგაციის ვიზიტის შესაძლებლობა, ასევე გამოითქვა დაინტერესება მაისში, ბავარიაში, ქართული ბიზნესის დღეების გამართვის თაობაზე.
2012 წელს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ვიზიტებისა და ფორუმების შესახებ პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა მიმდინარე წლის 31 იანვარს ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შეიმუშავა სპეციალური კალენდარი, რომელზედაც ასახულია საერთაშორისო ფორუმების შესახებ ინფორმაცია, რათა ბიზნესმა წლის განმავლობაში დეტალურად იცოდეს პალატის ორგანიზებით რა საერთაშორისო ფორუმები იმართება და სად შეუძლიათ მათ მონაწილეობის მიღება.