თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა მამალაძის კონცერტი გაიმართა. სცენაზე მასთან ერთად თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე და ნატალია ქუთათელაძე იდგნენ. როგორც ეკა მამალაძის დედამ, ნანი ბრეგვაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა საკონცერტო დარბაზში ცოტა, მაგრამ კომპეტენტური აუდიტორია იყო.
"ჩემ სოლო კონცერტზე უფრო არ ვნერვიულობ, როგორც ჩემი შვილების და შვილიშვილების საღამოებზე. უფრო სანერვიულო და საპასუხისმგებლოა ჩემი შვილები. ძალიან ვნერვიულობ, მკვდარი ვარ კონცერტის მერე. მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როდესაც დარბაზში მუსიკოსები და კარგი გემოვნების ხალხია. სულ არ მჭირდება დაინგრეს და გაიჭედოს დარბაზი. მე მჭირდება მათი აღქმა იმ სიმღერის, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. ეკას კონცერტზე ცოტა, მაგრამ კომპეტენტური აუდიტორია იყო", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ნანი ბრეგვაძემ.
"კმაყოფილი ვარ, რომ დღეს დედაჩემა დაამტკიცა ის, რომ ქართული სიმღერის შესრულება ძალიან რთულია და ამავე დროს ძალიან ადვილია. საბედნიეროდ ჩვენ ოჯახში გამოცდილება არის, რომ სწორედ ეს ქართული, ყველაზე რთული სიმღერები შევასრულოთ. მინდა ავღნიშნო, რომ დღეს ზუსტად ის მსმენელი იყო ვისაც ეს ყველაზე კარგად ესმის, ეს იყვნენ მუსიკოსები. მათ თუ მოეწონათ ე.ი. ეს კონცერტი შედგა. ქართული საესტრადო მუსიკის კლასიკა არ არის ყველასთვის და დღეს დარბაზშიც გამოჩნდა ეს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ნატალია ქუთათელაძემ.
საღამოზე ეკა მამალაძის კოლეგები, მუსიკოსები და კომპოზიტორები იმყოფებოდნენ.
"ეს იყო ქართული სიმღერების არაჩვეულებრივი დემონსტრაცია და ასრულებდნენ უბრწყინვალესი მომღერლები. ნანი ესტრადის დედოფალია და ძალიან მიხარია, რომ მისი ქალიშვილიც ასეთი მაღალი დონის მომღერალია", - განაცხადა კომპოზიტორმა, ვაჟა აზარაშვილმა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ, ეკა ჩემი მეგობარია და ისე ვნერვიულობდი, მეგონა ჩემი ოჯახის წევრი იდგა სცენაზე და თანავუგრძნობ ყველა სუნთქვში და ყველა ბგერაში. ჩემგან შექება ძალიან არაბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ურთიერთობა გვაქვს. საღამოს კიდევ უფრო ალამაზებდა ნანის და ნატალიას მონაწილეობა, ამიტომ ჩემთვის ეს საღამო დაუვიწყარი დარჩება", - აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა.
"ძალიან სასიამოვნო კონცერტი იყო ეკას სტილში, აკადემიურად ნამღერი და მაღალ პროფესიონალურ დონეზე და ძალიან ვისიამოვნე და ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერა შესრულდა და მინდოდა რომ დარბაზიდან მეორე ხმაც მიმეცა. ასე, რომ ძალიან კარგი საღამო იყო და ვულოცავ. ეს ისეთი ჟანრია, რომ მას თავისი მსმენელი ყავს. დღეს ის ხალხი იყო შეკრებული ვისაც უყვარს ეს ქალაქური და კლასიკური სიმღერები ", - განაცხადა ეკა კახიანმა.
თავად მომღერალი კონცერტის დასრულების შემდეგ კმაყოფილი იყო, როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა კონცერტისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა.
"ეს იყო ბევრი წლის წინ ნამღერი სიმღერები, რომელიც ახლა ავაჟღერეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო, ჩემვის ბედნიერი და სასიამოვნო წუთებია, როდესაც ასეთი კონცერტი შედგება. მინდ აყველას მადლობა გადავუხადო", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ეკა მამალაძემ.