რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი დოკუმენტურ ფილმში "ხოლოდნაია პოლიტიკა" აცხადებს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა ("პრო") რომელსაც აშშ და ნატო ევროპაში ანთავსებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგაა მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა რა თქმა უნდა მიმართული იქითკენ, რომ რუსეთის ფედერაციის სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის ნეიტრალიზება მოხდეს. იმიტომ, რომ რადარები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები რომლებსაც ჩვენი საზღვრების ახლოს ათავსებენ , გადაფარავენ ჩვენს ტერიტორიას ურალამდე და ასევე გადაფარავენ ჩვენი სახმელეთო ბირთვული ძალების ბაზირებას", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
მისვე თქმით, დღეისათვის რუსეთის მიმართ საფრთხე ირანისა და ჩრდილოეთი კორეის მხრიდან არ არსებობს. ამასთან ერთად ვლადიმერ პუტინი ასევე აცხადებს, რომ ნატო წერილობით გარანტიებს იმისა, რომ პრო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის არ იძლევა.
ვლადიმერ პუტინი ასევე აღნიშმნავს, რომ რუსეთის არის ერთადერთი ქვეყანა, გარდა აშშ-სა რომელსაც "ბირთვული ტრიადა" - სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აქვს. მისივე მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის ხელთ არსებული ბირთვული რაკეტების რაოდენობა, მათი სიმძლავრე და მისაწვდომობა აშშ-სას უტოლდება.