ზურაბ ლეჟავას კრებულის - "სინაღდე სიყალბისა" -დაბეჭდვა თურქეთში შეფერხდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მწერალმა განუცხადა. წიგნში 6 მოთხრობაა შესული.
"კრებულზე ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. რედაქტირება საქართველოში მოხდა, დასაბეჭდად კი თურქეთში გადააგზავნეს. იქ უკვე უნდა დაებეჭდათ, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო შეფერხდა. აქამდე მზად უნდა ყოფილიყო, შეფერხებსი ზუსტი მიზეზი არ ვიცი", - აღნიშნა ლეჟავამ.
ლეჟავს მოთხრობები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი დაწერილია საპყრობილეში ყოფნის დროს. კრებულმა "ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" 2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია "გალა", ნომინაციაში "წლის წიგნი". მოთხრობისთვის "მაცივარი სექსისა წილ" კი ხელოვანი 2011 წელს "ოქროს პერგამენტის" ლაურეატი გახდა.