ორთაჭალაში, საჯარო რეესტრის კუთვნილი შენობის ჩამონგრევისას დაკარგული კიდევ ერთი მუშის ცხედარი ნაპოვნია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა, დაღუპულ მუშას რადენიმე წუთის წინ მიაგნეს.
"დაღუპულ მუშას მაშველებმა რადენიმე წუთის წინ მიაგნეს. სამაშველო სამუშაოები მეოთხე მუშის პივნამდე გრძელდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თემურ გიორგაძემ
საჯარო რეესტრის კუთვნილი შენობა გუშინ, 9 იანვარს, ჩამოინგრა.
ნანგრევებში ოთხი მუშა მოყვა. ორი მათგანის ცხედარი მაშველებმა გუშინვე აღმოაჩინეს.
შენობის ჩამონგრევის მიზეზების დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება.
შენობაში სამუშაოებს კომპანია "ალიზი" აწარმოებდა.